ნავარძეთის საჯარო სკოლის ჩოგბურთელ გოგონათა გუნდის წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში 
31-01-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

4 დეკემბრიდან სტარტი აიღო მაგიდის ჩოგბურთის შესარჩევმა თამაშებმა, რომელშიც მონაწილეობდნენ VI-IX კლასის მოსწავლეები - როგორც გოგონები, ასევე ვაჟები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ჩემპიონატი მიზნად ისახავდა ვაჟთა და გოგონათა გუნდების ჩამოყალიბებას, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებდნენ ფართომასშტაბიან შეჯიბრებებში.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი - ნიკა ყიფშიძე - IX კლ.
II ადგილი-ნინო ყიფშიძე - VII კლ.
III ადგილი- ლუკა ბერაძე - IX კლ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასითა და სიგელებით.

აღნიშნულმა ჩემპიონატმა შედეგი გამოიღო და შეირჩა გოგონათა 4-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 25 დეკემბერს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე წარდგა. 

ქალაქის მასშტაბით ჩემპიონატში ჩართული იყო სხვადასხვა საჯარო სკოლა,
მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ნავარძეთის სკოლის გუნდმა შეძლო წარმატების
მოპოვება და აიღო I ადგილი.

გუნდი დაჯილდოვდა სიგელით და თასით, რომელიც გოგონებს სპორტის ახალგაზრდულმა სამსახურმა გადასცა. მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ვალერი სარალიძე გახლავთ. 

მისი თქმით, ამ გამარჯვებით გუნდი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.

„ვუსურვებთ ჩვენს გუნდს კიდევ ბევრ წარმატებას. ჩვენი სკოლა მადლობას უხდის ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორს ქ/ნ ი. ასანიძეს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203