
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ჰიგიენის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
სკოლის ექთანმა ზარინე ოგანესიანმა ჩაატარა შეხვედრები მოსწავლეებთან თემაზე - „სკოლაში ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კულტურა“.
ექთანი მოსწავლეებს ესაუბრა ჰიგიენის წესების დაცვაზე, ხელების დაბანის კულტურის აუცილებლობასა და იმ დაავადებებზე, რომელიც გამოწვეულია ჰიგიენის უგულებელყოფით.
ასევე, მან მოზარდებს გააცნო დაავადებები, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.
მოსწავლეები ყურადღებით გაეცნენ ინფორმაციას, გაიზარდა მათი ცნობიერება ჯანმრთელობის და ჰიგიენის დაცვის კუთხით.
როგორც სკოლის დირექტორი ანდრიას აბდოიანი აღნიშნავს, სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით ასეთი შეხვედრები სასარგებლო და ნაყოფიერია მოსწავლეების ჯანმრთელობის დასაცავად და გაგრძელდება მომავალშიც.
იხილეთ ფოტო: