ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები რძის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
31-01-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რძის გადამამუშავებელ საწარმო „ჭრელაში“ სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ. 

საწარმო სოფელ ლასურიაშში ფუნქციონირებს.

ადგილზე მოსწავლეები გაეცნენ ქარხნის საქმიანობის წესებს, საწარმოს დირექტორთან ერთად, ლაბორატორიულად შეამოწმეს პროდუქტის შემცველობა, მონაწილეობდნენ ბოთლებში რძის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების პროცესში.

საწარმოში ვიზიტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. სკოლაში საწარმოს მოსწავლეთა მასპინძლობისა და საინტერესო ტურისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა საწარმო „ჭრელასა“ და ქალბატონ ნუნუ ახვლედიანს თანამშრომლობისა და გულითადი მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ლასურიაშის საჯარო სკოლასა და „ჭრელას“ შორის თანამშრომლობა და საწარმოში მოსწავლეთა სტაჟირება მომავალშიც გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203