„მოიტანე, დარგე, გაუფრთხილდი“ - შუასურების საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქცია მოეწყო
31-01-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან, მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოზარდებს ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

ახლახან, შუასურების საჯარო სკოლაში მოეწყო ხის დარგვის აქცია - „მოიტანე, დარგე, გაუფრთხილდი“. 

აქცია პროექტის - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, განხორციელდა.

მოხალისეებმა მოიტანეს თითო ძირი ხის ნერგი და სკოლის ტერიტორიაზე დარგეს. აქციაში მათი სურვილით მონაწილეობდნენ პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. აქციას ასევე შეუერთდნენ მასწავლებლები და მშობლები.

აქციის ფარგლებში დაირგო 20 ძირი ხე (მსხმოიარე).

აქციას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203