
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას მრავალფეროვანი, საინტერესო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, VI და VII კლასებს შორის მათემატიკაში ვიქტორინა ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაზრდა, მოტივაციის ამაღლება, სწრაფი აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ვიქტორინა მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევიც აღმოჩნდა, ბავშვებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას პედაგოგი ლელა რატიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებაზე, ისე მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზუნავს.
იხილეთ ფოტოები: