ეწერის საჯარო სკოლაში პროექტი „სუფთა წყალი“ განხორციელდა
23-05-2018
წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წალენჯიხის ეწერის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა ვალერიანე ფიფიამ პროექტი „სუფთა წყალი“ განახორციელა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა თემა წარმოადგინეს: სალომე ფიფიამ - წყალი სიცოცხლის წყარო, დათა სამუშიამ - წყალი მრავალი დაავადების მიზეზი, აკაკი ფიფიამ - წყლის დაბინძურება, გვანცა შონიამ - წყლის სუნი.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები.
„სუფთა წყალი, შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული საგანძურია, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ეკოსისტემების არსებობისთვის“ - მიმართა სკოლის მოსწავლეებს დირექტორმა რობერტ გელოვანმა.
მანდ ასე აღნიშნა, რომ მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს, ხოლო მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას, ზრუნვას ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურის შესანარჩუნებლად.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს