წალკის N1 სკოლის ხელოვნების პედაგოგმა - ეკა ვეზდენმა მოზარდების მრავალმხრივი განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის წერილი მიიღო
31-01-2024

წალკის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ეკა ვეზდენი მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, რაც მოზარდების მიღწევებზე აისახება. 

პედაგოგის მოსწავლეები, მისი აქტიური მხარდაჭერით, IQ აკადემიის ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და ფერწერის მასტერკლასებში ჩაერთნენ და აკადემიის პედაგოგებთან ერთად შექმნეს საოცარი კალიგრაფიული ნამუშევრები და ულამაზესი ფერწერული ტილოები. 

სკოლის პედაგოგმა შრომის დასტურად IQ აკადემიისგან მადლობის წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია ეკა ვეზდენის უდიდესი წვლილი მოზარდების მრავალმხრივი განვითარების საქმეში. აკადემია მადლობას უხდის პედაგოგსა და მის მოსწავლეებს თანამშორმლობისთვის. 

სკოლაში ახარებთ, პედაგოგის მიღწევები და მოსწავლეებთან ერთად დიდ წარმატებას უსურვებენ. 

„მადლობის წერილი ჩვენი სკოლის ხელოვნების პედაგოგს - ეკა ვეზდენის შრომის დაფასების დასტური! მადლობა, ეკა, მადლობა, ბავშვებო“,- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც მადლობის წერილი ახლავს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203