საბეჭისის საჯარო სკოლის კლუბ „მწიგნობარის“ მოსწავლეებმა არდადეგებზე წაკითხული წიგნების პრეზენტაცია გამართეს
31-01-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი „მწიგნობარი“, რომლის წევრები სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს აქტიურად ეცნობიან. 

17 იანვარს, კითხვის კლუბის წევრებმა არდადეგებზე წაკითხული წიგნების პრეზენტაცია გამართეს. თითოეული მონაწილის პრეზენტაცია იყო საინტერესო და შემეცნებითი. 

პრეზენტაციის დასასრულს კლიბის წევრებმა შეარჩიეს წიგნები და დაგეგმეს მომავალი შეხვედრა.

კლუბის კურატორი ნანული ხოზრევანიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203