
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოწაფეებს მხატვრული ლიტერატურა შეაყვარონ და კითხვის უნარ-ჩვევის გამომუშავებაში ეხმარებიან.
17 იანვარს, სკოლაში, პროექტის - „ჩემი წიგნი“ ფარგლებში, მორიგი პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მასწავლებლები და VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ წაკითხული წიგნები: თ.გეგეშიძის - „ჩუმად უნდა იჯდე“ და ნ.როსტიაშვილის - „სხვა სკოლა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული წიგნების წაკითხვის სურვილი ბევრმა მსმენელმა გამოთქვა, (როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა). წიგნები გადაეცათ მომდევნო მკითხველებს…
სამომავლოდ კი დაიგეგმა წაკითხული წიგნების შესახებ დისკუსიის გამართვა.
პროექტის ხელმძღვანელი ლია სვიმონიშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: