
გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სხვა ბევრ საინტერესო პროექტთან ერთად ხორციელდება პროექტი - „სკოლა-ბიზნესფორუმი“.
პროექტის ერთ-ერთი მიზანი მოსწავლეთა ფინანსური ცნობიერების ამაღლებაა. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები საკუთარი ხედვებს უზიარებენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.
„ჩვენთვის, როგორც აღნიშნული პროგრამის პარტნიორი სკოლისთვის, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით ბიზნესპარტნიორებს სოციალური პასუხისმგებლობისთვის. მათ შორისაა ბატონი ნიკა გეთიაშვილი, რომელიც წლების მანძილზე გვერდში უდგა ახალგაზრდულ პროექტებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო სარეკლამო ვიდეორგოლი.
იხილეთ ვიდეორგოლი ბმულზე