ახაშნის საჯარო სკოლის ტექკლუბის მოსწავლეები გრაფიკული დიზაინის კურსს გაივლიან
31-01-2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ციფრულ ტექნოლოგიებს ეუფლებიან და ინოვაციებს ეცნობიან. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ტექკლუბი.

სკოლის ტექკლუბის მოსწავლეებმა 2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრში წარმატებით დაასრულეს UI/UX დიზაინის კურსი.

II სემესტრიდან ტექკლუბმა აქტიურად განაახლა მუშაობა, ამჯერად, მოსწავლეები გაივლიან გრაფიკული დიზაინის კურსს.

სკოლა მოსწავლეებისთვის ( VIII-XII კლასები), ვისაც სურს გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა სთავაზობს სარეგისტრაციო ფორმას, სადაც შეუძლიათ 31 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ. 

შეგახსენებთ, რომ კლუბი დაფუძნებულია ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტის ფარგლებში, 2021 წლიდან.

კლუბის ხელმძღვანელი და ტრენერი თამარ პაპოშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203