აჭყვას საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების კლუბმა სასკოლო საზოგადოებასთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა
31-01-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგნობრივი დისციპლინების გარდა, ტოლერანტობას ასწავლიან და სწორი ღირებულებების ფორმირებაში ეხმარებიან. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ინკლუზიური განათლების კლუბი -  „ტოლერანტი“, რომლის წევრებიც სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ინკლუზიური განათლების კლუბმა ჩაატარა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის ერთმა ნაწილმა ისაუბრა დასწავლის უნარის დარღვევებზე, კონკრეტულ მახასიათებლებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე. მეორე ჯგუფი კი შეეცადა დაემსხვრია საზოგადოებაში გავრცელებული მითი, რომ დასწავლის უუნარობა ინტელექტის დაბალი დონის მაჩვენებელია და მაგალითისთვის პოსტერის სახით წარმოადგინა იმ ცნობილი ადამიანების ნუსხა, რომლებიც დისლექსიკები იყვნენ და არიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203