„შეცვალე ერთი დღით მასწავლებელი“ - წყალტუბოს N1 სკოლაში, თვითმმართველობის ინიციატივითა და დირექციის მხარდაჭერით, საინტერესო პროექტი განხორციელდა 
31-01-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, 30 იანვარს, თვითმმართველობის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

თვითმმართველობის დღეს, ტრადიციულად, მოსწავლე-მასწავლებლები, მათ შორის ადმინისტრაციის წევრები როლებს ცვლიან. მოსწავლეები ერთი დღით ხდებიან მასწავლებლები, ხოლო მასწავლებლები მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა თვითმმართველობამ ხელი უნდა შეუწყოს მოწაფეებისა და პედაგოგების დაახლოებას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიების/აქტივობების განხორციელება, რომლებიც დაეხმარება ამ პროცესს.

„ამ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თვითმმართველობის განხორციელებულ აქტივობებში, რადგან იგი ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობა სკოლის ერთიანი სტრუქტურის მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი კომპონენტია. მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, რჩებათ უამრავი მოგონება და ასევე მასწავლებლები უბრუნდებიან ბავშვობას. შესაბამისად, ეს დღე ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს თითოეული მოსწავლისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც თვითმმართველობის ინიციატივითა და დირექციის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - „შეცვალე ერთი დღით მასწავლებელი“.

ამ დღეს დირექტორის როლი მოირგო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ X კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძემ, ხოლო სასწავლო ნაწილი გახლდათ XI კლასის მოსწავლე - ქრისტინე მიკირტიჩიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203