წარმტაცი სადღესასწაულო ღონისძიებები ხაიშის საჯარო სკოლაში 
31-01-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები ბავშვების მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ არაერთ საზეიმო თუ გასართობ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ღონისძიებებით გამოირჩეოდა წინასაახალწლო პერიოდი. 

28 დეკემბერს გაიმართა წინასაახალწლო ღონისძიებები - „საახალწლო კარნავალი“ და „ტორტების კონკურსი“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ დამუშავებული ცეკვები, სიმღერები, გასართობი სკეტჩები, მხიარული თამაშები, რომლებშიც მასწავლებლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

ღონისძიების შემდეგ ყველა მოსწავლეს გადაეცა საახალწლო სიმბოლური საჩუქარი.

ასევე, საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით, კლასებს შორის ჩატარდა „ტორტების კონკურსი“.

კონკურსი ითვალისწინებდა  შეფასებას ორი კრიტერიუმით - „საუკეთესო ვიზუალი“ და „საუკეთესო გემო“.

ყველა მოსწავლემ დააგემოვნა მათივე გაფორმებული ტორტი. გამარჯვებულები გამოვლინდნენ საფეხურების მიხედვით. კლასებს გადაეცათ შესაბამისი სიგელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203