„გადაწერე „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტროფი მშობელთან ერთად“ - ბათუმის N8 სკოლაში კალიგრაფიის დღეს საინტერესო ინიციატივა მიეძღვნა 
30-01-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის N8 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თინათინ დავითაძის ინიციატივით, დაიგეგმა აქტივობა - „გადაწერე „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტროფი მშობელთან ერთად“, რომელიც მშობელთა ჩართულობას მოითხოვდა. 

ამ ინიციატივას შეუერთდა lVვ კლასი, დამრიგებელ მაკა ჩიკაშუას ხელმძღვანელობით.

IVვ კლასის მოსწავლეები და მშობლები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ აქტივობაში და საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრებიც წარმოადგინეს. 

კალიგრაფიის დღე 23 იანვარს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203