ეშტიის N1 სკოლის ყველა კლასში განათლების საერთაშორისო დღეს სადამრიგებლო საათი მიეძღვნა 
30-01-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში განათლების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ვიქტორ ჰოვსეფიანის სახელობის სკოლის ყველა კლასში, ამ დღესთან დაკავშირებით, სადამრიგებლო საათი ჩატარდა.

კლასებში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობა- ლექცია, დისკუსია, მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები. დამრიგებლებმა მოსწავლეებს შეახსენეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები - „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“ და ჩვენს ცხოვრებაში განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. 

განათლების საერთაშორისო დღე 24 იანვარს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203