
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ გარემოზე ზრუნვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ბუნების ქომაგები“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
26 იანვარს, გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ერკეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „ბუნების ქომაგები“ სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრა მოაწყო.
ეკოკლუბელებმა წარმოადგინეს ისეთი საინტერესო თემების პრეზენტაციები, როგორიცაა - „გარემო და გარემოს დაცვა“ და „გარემოს დეგრადაცია, როგორც გლობალური პრობლემა“.
იხილეთ ფოტოები: