ზიკილიის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მარიამ გაჩეჩილაძეს კუთვნილი მედალი გადაეცა
30-01-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წინსვლა დირექციასა და პედაგოგებს განსაკუთრებულად ახარებთ და აღნიშნავენ. 

მათ შორისაა მარიამ გაჩეჩილაძე, რომელმაც სკოლა წარჩინებით დაამთავრა. სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს ვერცხლის მედალი გადაეცა.

მარიამი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 50%-იანი დაფინანსებით სწავლობს.

სკოლა ულოცავს მარიამ გაჩეჩილაძე დამსახურებული ჯილდოს მიღებას და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203