წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები ხელოვნების სხვადასხვა დარგს ხალისით ეცნობიან და მრავალფეროვან ნამუშვრებს ქმნიან
30-01-2024

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე ეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მოქანდაკის პროფესიული საქმიანობის სპეციფიკას და ქანდაკების შექმნის ძირითად ტექნიკებს.

ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე მათ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაში ეხმარება. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე გამოავლინეს საძერწი მასალის განსხვავებული ხერხით გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მათ იმუშავეს წყვილებში და შექმნეს ადამიანის სკულპტურული ფიგურები.

მესამე კლასის მოსწავლეები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე გაეცნენ არქიტექტურას, როგორც სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ დარგს და დაამზადეს „ოცნების ქალაქის“ მაკეტი.

მაკეტის თითოეული „შენობა“ ინდივიდუალური ან წყვილებში მუშაობის შედეგად შეიქმნა, ბოლოს კი შეიკრა ერთიან მაკეტად, როგორც „ოცნების ქალაქი“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203