მუსხის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
30-01-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნონა ოქრომელიძის ხელმძღვანელობით დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის დაბადების დღე. 

პოეტის დაბადებიდან 107 წლისთავს სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ბიოგრაფიაზე, მისი ცხოვრების რთულ გზაზე,  ავადმყოფობაზე, შემოქმედებაზე,  წაიკითხეს  პოეტის საუკეთესო ლექსები, მოგონებები, ჩანაწერები, წერილები და ასე გააცოცხლეს უდროოდ წასული პოეტის  ოცნებები და სურვილები.

აღსანიშნავია, რომ ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს დაიბადა, ნაადრევად 26 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქართველ ერს მისი უკვდავი შემოქმედება დაგვიტოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203