ერკეთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესა და სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საიუბილეო თარიღს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
30-01-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, იმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

26 იანვარს, ერკეთის საჯარო სკოლაში აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საიუბილეო თარიღი.

ისტორიის მასწავლებელმა - ალექსანდრე ცინცაძემ დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო საინტერესო ფაქტები აღნიშნულ თემებზე.

ღონისძიებაში ჩართულმა მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს შესწავლილი მასალის ღრმა ცოდნა.

აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა, რომელიც იმ დროს იყო პირველი და ერთადერთი ეროვნული უნივერსიტეტი იყო მთელ კავკასიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203