კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივა ტორაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მსჯავრდებულის ადვოკატის ირაკლი შენგელიას მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კლასელის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და ფაქტი ჩხუბს მოყვა. ირაკლი შენგელიას განცხადებით, სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.
შემთხვევა გასული წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მოხდა. ივა ტორაძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს