კვების სისტემაში ჩართული პერსონალის წარმატებული სწავლება და HACCP- ის სტანდარტი ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ 
30-01-2024

ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის სამზარეულოში მომუშავე პერსონალს „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული სწავლების“ დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

სკოლის პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 1 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა HACCP-ის დანერგვისთვის საჭირო პროცედურები და შესაბამისი სწავლება.

დღეს სკოლის გუნდს აქვს უნარი განახორციელოს:

  • საწარმოში ყველა პოტენციური საფრთხის გაანალიზება და ანალიზის ჩატარება;
  • სურსათის წარმოების თითოეულ ეტაპზე პოტენციური საფრთხეებისა და კონტროლის მეთოდების განსაზღვრა;
  • კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვა და მონიტორინგი;
  • პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩანაწერების წარმოება, ჩანაწერების დაცვა და პასუხისმგებლობა;
  • პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩანაწერების წარმოება, ჩანაწერების დაცვა და პასუხისმგებლობა;
  • საჭიროების შემთხვევაში პროცესის გაანალიზება, მაქსიმალური და მინიმალური ზღვრების დადგენა და მართვა.
  • HACCP-ის პრინციპების პრაქტიკული გამოყენება.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203