ბათუმის N8 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი განათლების მსოფლიო სამიტში მიიღებს მონაწილეობას 
29-01-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ, იძენენ ახალ გამოცდილებას და ცოდნას კოლეგებს უზიარებენ. 

მათ შორის არიან ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან კვაჭაძე და ქიმიის პედაგოგი მაია ჩაგანავა, რომლებიც, Key Consuling-ის მიერ ორგანიზებულ განათლების მსოფლიო სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

სამიტი  2024 წლის 11-12 თებერვალს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203