„პოეზიის დედოფალი“ -​ ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება დედალაურის საჯარო სკოლაში 
29-01-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, დეკემბერში ჩატარებული ლიტერატურული ღონისძიება - სახელწოდებით „პოეზიის დედოფალი“, რომელიც ანა კალანდაძის დაბადების დღეს მიეძღვნა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - მარიამ კეთილაძე და მარინე გრიგალავა. მონაწილეობდნენ V-X კლასების მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს პოეტის ბიოგრაფია „სლაიდების“ ფონზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები (ხელმძღ. ლია ჭოლოკავა), მოისმინეს თავად პოეტის მიერ წაკითხული ლექსი - „ფეხი დამადგით...“ ასევე მსახიობების  - ზურა ყიფშიძისა და ლეო ანთაძის მიერ მხატვრულად წაკითხული პოეტის შემოქმედება.

მოსწავლეებმა პოეტთა დედოფლის ნიჭს ხოტბა შეასხეს ოსტატურად შეასხეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება იყო ძალიან ლამაზი და საინტერესო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203