„ეწვიეთ ჩვენს კუთხეს“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
29-01-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში პროექტული სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სწავლების ასეთი მიდგომა მოსწავლეთა მეტ ინტერესს იწვევს და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა, ამასთან, მოსწავლეებს უვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. 

​ახლახან, ტყიბულოს N6 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საგანში - მოქალაქეობა წარმოადგინეს პროექტი - „ეწვიეთ ჩვენს კუთხეს“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იმერეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა იყო. მოსწავლეები პროექტში ინტერესით ჩაერთნენ. პროექტი მათთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევით აღმოჩნდა. ბავშვებმა საკუთარი კუთხის შესახებ ბევრი ახალი და საინტერესო შეიმეცნეს. 

VII კლასის დამრიგებელი - ნათია გვენეტაძე გახლავთ, მოქალაქეობის მასწავლებელი კი - კოტე გოშხეთელიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203