„ჰოლოკოსტი - კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული“ - სენაკის N1 საჯარო სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო
29-01-2024
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
პედაგოგ ნესტან გოგოხიას ხელმძღვანელობით, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თემატურ-შემეცნებითი შეხვედრა მოეწყო თემაზე - „ჰოლოკოსტი -კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული“.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს ფაშისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი გენოციდის ამსახველი ვიდეო და თემატური მასალა.
2005 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა და სახელმწიფოებს ჰოლოკოსტის დანაშაულზე ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობისკენ მოუწოდა. ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების მიერ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის, ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია.
„დღეს, როცა ისრაელი ბიბლიური არნახული შემართებით უმკლავდება ტერორიზმის შემოტევას, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახალგაზრდებში შეხვედრების მოწყობა. ამ დღეს მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება, პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და ადასტურებს მზაობას, წინ აღუდგეს ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერ სხვა ფორმის არაჰუმანურ გამოვლინებას კაცობრიობის წინაშე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს