დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მძლეოსნობაში, ზამთრის ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
29-01-2024

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

27 იანვარს, მძლეოსნობის სასახლეში საქართველოს ზამთრის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი სანაია და ირაკლი ეგრისელაშვილი მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს - გიორგი სანაიამ ბირთვის კვრაში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203