
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და სხვა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ბუთა ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო პოეზიის საღამო-შეჯამება „ლექსთა თქმაში“, გაიმარჯვა და გარდა ამისა, მოიპოვა პრიზი ნომინაციაში - „საუკეთესო მკითხველი“. კონკურსი 26 იანვარს, ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.
მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მიღწევას ულოცავენ.
„მშობლიური სკოლა ულოცავს ბუთას ამ წარმატებას და აქვე მადლობას უხდის მასპინძელი სკოლის დირექტორს - ქ-ნ მანანა ჩიქოვანს, ღონისძიების ორგანიზატორს - ქ-ნ დიანა წურწუმიას ამ შესაძლებლობისათვის!..“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: