ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
29-01-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

სკოლის მე-11 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ეკოკლუბების - „მწვანე ჯგუფისა“ და „ბუნების დამცველების“ წევრებმა 26 იანვარს ჩაატარეს ღონისძიება გარემოსდაცვითი განათლების დღესთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბავშებმა ასევე აღნიშნეს, დღესასწაულის მიზანი - ხელს უწყობს გარემოს გაუმჯობესებას.

სკოლაში კარგად ესმით გარემოსდაცვითი განათლების როლი, შესაბამისად სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელობა ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203