ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში V კლასის მოსწავლის - ლიზი ბოჭორიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო
26-01-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობის წახალისებას და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სკოლის საგამოფენო სივრცეში მოეწყო V კლასის მოსწავლის - ლიზი ბოჭორიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა, რომელმაც კიდევ უფრო გაალამაზა სკოლის კედლები და ინტერიერი.

მოსწავლის ნამუშევრები მრავალფეროვანია. მის ნახატებში იგრძნობა ავტორის ინდივიდუალური ხედვა. ლიზი ბოჭორიშვილის ნახატებმა დამთვალიერებლის მოწოდება უკვე დაიმსახურა. 

მეხუთეკლასელის დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი გახლავთ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი კი - ბესიკ აბრამიძე.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203