წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალების საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია
26-01-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი დავალებები მეტად საინტერესეოა, შესაბამისად საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ახლახან, VI კლასში, რუსული ენის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების - „Моя семья“ პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, წარმოადგენს პოსტერები და ისაუბრეს თითოეულის შესახებ. გასცეს პასუხები კითხვებს მათი ოჯახის წევრებზე - თუ რა ჰქვიათ? რამდენის წლის არიან? რომელ კლასშია?/სად მუშაობს?

მოსწავლეებისთვის დავალება საინტერესოსთან ერთად თავშესაქცევით აღმოჩნდა. მათ პრეზენტაციას წარმატებით გაართვეს თავი და ლექსიკური მარაგი, ენის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203