ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა ხელბურთში, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვეს 
26-01-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მორიგ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდმა კიდევ ერთხელ 1-ლი ადგილი მოიპოვა. მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზეს წარმატებით. 

როგორც აღვნიშნეთ, ეს მათთვის პირველი გამარჯვება არაა და, რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგს წარმოადგენს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხშირად ბავშვები გაკვეთილების შემდეგ და შაბათ-კვირას მასწავლებელთან ერთად ვარჯიშობენ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოს მოასპარეზე მოსწავლედ ენრიკე შავლაძე დასახელდა. 

როგორც მოსწავლეთა მასწავლებელი აღნიშნავს, ისინი შრომისმოყვარე, საუკეთესო ბავშვები არიან, ამასთან, სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან, რის გამოც სპორტის მასწავლებელი ეთო ხიმშიაშვილი მოსწავლეთა კლასის დამრიგებელს -  ხათუნა ლოსაბერიძეს მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203