მინაძის საჯარო სკოლაში განათლების საერთაშორისო დღეს საინფორმაციო ღონისძიება მიეძღვნა 
26-01-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში განათლების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის ბიბლიოთეკაში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს განათლების მნიშვნელობაზე, როგორც ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარების ძირითად საშუალებაზე.

ღონისძიებისთვის ვიზუალური და საინფორმაციო მასალები შექმნეს შეხვედრა მათი გამოფენით შეაჯამეს.

განათლების საერთაშორისო დღე 24 იანვარს აღინიშნება. თარიღის აღნიშვნა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა, გლობალური მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203