
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმატებით მუშაობს.
მოსწავლეთა თვითმმართველობა არჩევითი ორგანოა, რომელიც ვალდებულია ამომრჩეველს (მოსწავლეებს) პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.
25 იანვარს, ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ წარადგინა ანგარიში.
ანგარიში მოიცავდა 2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში განხორციელებულ დეტალურ ინფორმაციას, თვითმმართველობის საქმიანობის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი აღსრულების შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თვითმმართველობის წევრებმა (მასწავლებელი ელიზა ლიპარტელიანი) დამსწრე საზოგადოებას ახალი პროექტი - „მონაწილეობა სასკოლო სივრცის კეთილმოწყობაში“ წარადგინეს.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და დაინტერესებული პირები.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები: