ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე კვირეულს“ გარემოსდაცვითი აქტივობებით შეუერთდა 
26-01-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკოლგიაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

როგორც კი გამოიდარა ეკოკლუბის წარმომადგენლები, ამჯერად ინგლისური ენის მასწავლებლის - თამარ მაქაცარიას ხელმძღვანელობით, „მწვანე კვირეულში“ ჩაერთნენ. სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე მცენარეები ნერგები. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე დაასუფთავეს სკოლის ეზო.

აღსანიშნავია, რომ ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203