
ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანებით გამოირჩევა. მოწაფეთა მოტივაციის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისების მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. მათ შორის აღსანიშნავია საახალწლო ზეიმი.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს და როგორც ერთმანეთს, ისე დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიების ბოლო მოსწავლეები დასაჩუქრდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველთვის ზრუნავენ მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე, შესაბამისად, სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებსა არის მორგებული.
იხილეთ ფოტოები: