სამღერეთის საჯარო სკოლა თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ნომინაციაში - „წლის საუკეთესო სკოლა“, დააჯილდოვა
25-01-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წლის მანძილზე გაწეული წარმატებული საქმიანობისთვს დააჯილდოვა. 

2023 წლის, 22 დეკემბერს გამართულ  წლის შემაჯამებელ თათბირზე, სამღერეთის საჯარო სკოლას თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაწესებულ ნომინაციაში - „წლის საუკეთესო სკოლა“ სიგელი გადაეცა. 

ღონისძიებას საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სკოლაში ჯილდო ახარებთ. სკოლის დირექტორი იამზე მელაძე რესურსცენრტის უფროსს ზურაბ აზარიაშვილს შრომის დაფასებისთვის მადლობას უხდის. 

„წლის საუკეთესო სკოლა! შრომას აქვს აზრი და ის აუცილებლად ფასდება.

მადლობა რესურცენტრის უფროსს - ზურაბ აზარიაშვილს და თითოეულ მის თანამშრომელს, ჩვენი სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ღვაწლისა და შრომის დაფასებისთვის, გვერდში დგომის, ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

სიამაყით ვულოცავთ სამღერეთის საჯარო სკოლას ამ წარმატებას

გვჯერა სკოლა უამრავ წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდის განათლებას შეუწყობს ხელს, რომელიც ამაყად, ღირსეულად და პასუხისმგებლობით დადგება ქვეყნის სადარაჯოზე“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203