ხუცუბნის საჯარო სკოლაში ნათლისღების დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა 
25-01-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლაში ნათლისღების დღესასწაული აღინიშნა.

ღონისძიებაში, რომელიც მრავალფეროვან ნომრებს მოიცავდა  II, IV , V, VIII , IX, XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათი მასწავლებლები არიან - გული მესხიძე, ეკატერინე ათაბაძე, დალი ჯაში, ლიანა ფუტკარაძე, მანანა გოგიტიძე, ლოლა ცეცხლაძე, ნანი ვერულიძე და ნაირა ჟიჟავაძე.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი წარმოდგენით წარდგნენ - შესრულდა სიმღერები და ხალხური ცეკვები.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა გაითამაშეს სცენა სასკოლო ცხოვრებიდან, მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი გააცოცხლეს წარსული და ქართული ტრადიციების მიხედვით გამართეს სპექტაკლი - „ქორწილი ნათლისღების შემდეგ“.

ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი იყო და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203