მეგრული საახალწლო წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ზუგდიდის N5 სკოლის მოსწავლეთა ლამაზ ღონისძიებაზე 
25-01-2024

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა მოტივაციას, ისე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

18 იანვარს, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მოეწყო ღონისძიება, რომლის თემატიკა იყო სამეგრელოსთვის დამახასიათებელი საახალწლო წეს-ჩვეულებები და ტრადიციები.

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა - წარმოდგენილი იყო ხალხური ფოლკლორისა და ტრადიციების შესანიშნავი ნიმუშები, რომლებსაც ასრულებდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203