„მოდის განაჩენი“ - დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შთამბეჭდავი პრეზენტაცია გამართეს
24-01-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში კომპლექსური დვალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

28 დეკემბერს, დაბლაციხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პროექტი თემაზე - „მოდის განაჩენი“. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლამზირა წიტაიშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია მოდის ისტორიაზე, სტილსა და ტენდენციებზე. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ ესთეტიკის კათედრის მასწავლებლები - ლელა კალანდაძე და თამარ დოლიძე.

დასასრულს მოეწყო ჩვენება,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა,რუსულ ენაზე დაახასიათეს თითოეული გამომსვლელის ჩაცმულობა და შეაფასეს ისინი.

ღონისძიებამ მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეებში, ასევე მშობლებშიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203