ზესტაფონის მომავლის სკოლამ მორიგი აღიარება დაიმსახურა
24-01-2024
ზესტაფონის მომავლის სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, წარმატებულ მომავალსა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას, წლების განმავლობაში, არაერთი აღიარება დაუმსახურებია. ახლაც, ტრადიცია გრძელდება - სკოლა
მორიგი ევროპული ხარისხის ნიშნით, eTwinning-ის პროექტისათვის - Climate Change and Our Behavior, დაჯილდოვდა. 

პროექტი, სკოლის მასშტაბით, ინგლისური ენის მასწავლებელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა - გიორგი ნებიერიძემ წარმატებით განახორციელა. შედეგად კი, ხარისხის ნიშანი მიენიჭა. სკოლაში ამ მიღწევით ხარობენ და ამაყობენ. 

„ეს ნიშნავს, რომ სკოლის საქმიანობა აღიარებულია ევროპულ დონეზე. სკოლა ულოცავს მოსწავლეებსა და მასწავლებელს ამ საერთაშორისო აღიარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203