ზუგდიდის N5 საჯარო სკოლამ STEAM-მ მასწავლებლების ორდღიან ვორქშოფს უმასპინძლა
24-01-2024

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა ჩართულია მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს განხორციელებულ „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტში“.

ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სკოლამ უმასპინძლა STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც იმერეთის, გურიის, რაჭის და სამეგრელო- ზემო სვანეთის საჯარო სკოლის STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა ) მასწავლებლებს ორდღიანი ვორქშოფი ჩაუტარეს.

„ამ ეტაპზე დავიწყეთ სკოლებს შორის ფართო ფორმატის კომპლექსური თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული რესურსით ერთობლივი სარგებლობის უფლებას, ისე, STEAM ექსტრაკურიკულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას. 18 იანვარს, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო-საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბატონი მამუკა ბულია, აფხაზეთის N12, სოფელ ახალ აბასთუმნის, ქალაქ ზუგდიდის N12, ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლების დირექტორები, STEAM მასწავლებლები და კლუბების წევრი მოსწავლეები“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ შეხვედრის მიზანი იყო პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სკოლის STEAM კლუბის - „ინოვაციების ინკუბატორები“ გამოცდილების გაზიარება და პარტნიორ სკოლებთან ქსელური მუშაობის ფარგლებში აქტივობების დაგეგმვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203