„გავუფრთხილდეთ გარემოს!“ - შუასურების საჯარო სკოლაში მყარი ნარჩენების მართვის შესახებ ლექცია/პრეზენტაცია ჩატარდა 
24-01-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერებით ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში პროექტის - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, ქიმიის მასწავლებელმა და ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, გარემოს დაცვის კოორდინატორმა - ნინო ყარაჯაშვილმა ლექცია/პრეზენტაცია ჩაატარა.

საგანმანათლებლო ღონისძიების თემა იყო - „მყარი ნარჩენების მართვა“

ლექცია-პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და თემის წარმომადგენლები.

ასევე, პრეზენტაციაზე მიწვეული იყო სამშენებლო კომპანია - „სოფო 2013“-ის დირექტორი შოთა კალანდაძე, რომელმაც ბავშვებთან სამშენებლო ნარჩენების მართვაზე ისაუბრა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203