
მიუხედავად დიდთოვლობისა, თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორი დავით სურმანიძეს ახარებს, როგორც მოსწავლე-მასწავლებელთა შემართება, ასევე სკოლამდე მისასვლელი გზის აქტიური გაწმენდითი სამუშაოები.
„დიდი მადლობა შუახევის საგზაო დეპარტამენტს და მის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველთვის აქტიურად გვეხმარებიან სკოლამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოს შესრულებაში“ - წერს დირექტორი დავით სურმანიძე და დათოვლილი დარჩიძეების ფოტოებს გვიზიარებს.
იხილეთ ფოტოები: