თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეებმა - ანი ჩოხელმა და ლუკა ქოჩორაშვილმა პროგრამირების შემსწავლელი საბაზისო კურსი წარმატებით დახურეს
24-01-2024

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას სიამაყით უზიარებს.

ამჯერად, სკოლა სიხარულით გაცნობს ორ ნიჭერ მოსწავლეს - ანი ჩოხელსა (მე-9 კლასი) და ლუკა ქოჩორაშვილს ( მე-11კლასი), რომელთაც პროგრამირების ენა PYTHON-ის შემსწავლელი საბაზისო კურსი წარმატებით დახურეს. აღნიშნული კურსის პროფესიონალურ დონეზე შესასწავლად მათ უნდა ჩაებარებინათ გამოცდა, რასაც წარმატებით გაართვეს თავი და საქართველოს მასშტაბით 50 საუკეთესო მოსწავლეთა შორის მოხვდნენ.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ანის და ლუკას ამ მიღწევას, მრავალი წარმატებული დღეები გქონოდეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროგრამირების შემსწავლელი კურსი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრ „ფაბლაბ ილიაუნისთან“ ერთად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203