„მადლობა, სკოლის საქმიანობის დაფასებისა და მოსწავლეთა წარმატების აღიარებისთვის“-თეთრიწყაროს N1 სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დააჯილდოვა
24-01-2024

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა წარმატებული საქმიანობისთვს საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დააჯილდოვა. 

22 დეკემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის დირექტორთა შეხვედრა. სკოლების მუშაობის ერთგვარი შეჯამება. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სკოლის დირექტორებს მადლობა გადაუხადა რესურსცენტრის უფროსმა ზურაბ აზარიაშვილმა და წარმატებები უსურვა მომავალი წლის საქმიანობაში.

ღონისძიებაზე თეთრიწყაროს N1 სკოლა - "წლის საუკეთესო სპორტული სკოლად" დასახელდა. ასევე აღინიშნა სკოლის თვითმმართველობის შრომაც. სკოლამ სიგელი მიიღო ნომინაციაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო სკოლის თვითმმართველობა“. 

სკოლაში ჯილდო ახარებთ და საგანმანათლებლო რესურსცენტრს მადლობას უხდიან. 

„მადლობა თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს ჩვენი სკოლის საქმიანობის დაფასებისა და მოსწავლეთა წარმატებების აღიარებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203