ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი დანიელ სოლომონიძე წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილოვდა 
24-01-2024

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი დანიელ სოლომონიძე მომავალი თაობის როგორც გონებრივ ისე სულიერ განვითარებაზე ზრუნავს. დეკანოზი დანიელის მოსწავლეთა- აღზრდა განათლებაში ჩადებული შრომა განუზომელია. 

დირექტორს შრომა დაუფასდა, მისი ღვაწლი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქობულეთის რაიონულმა საბჭომ აღნიშნა და დანიელ სოლომონიძე მომავალი თაობის სულიერი აღზრდისა, ორგანიზატორული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის სიგელით დააჯილდოვა. 

დირექტორს, ასევე ქობულეთის რესურსცენტრისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციისგან 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. 

„დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. მადლობა ჩემი გიმნაზიის ყველა წევრს. მადლობა ქობულეთის რესურსცენტრსა და პროფკავშირს“,- აღნიშნავს გიმნაზიის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203