უჯარმის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა 
24-01-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღეები მოეწყო. 

სკოლა კომუნიკაციების კომისიის გამოცხადებულ მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს შეუერთდა.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. მათ შორის მოსწავლეებმა ისაუბრეს კიბერბულინგზე, ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებაზე. 

მოსწავლეებისთვის კვირეული მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ სკოლა კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის შესაბამისი სერტიფიკატით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203