წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურმა გიმნაზიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნა
24-01-2024

„დღე საოცარი და წარუშლელი“ - ასე აფასებენ წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიაში ღონისძიებას, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის - ილია II-ის საიუბილეო 45/90 თარიღებს მიეძღვნა. 

15 დეკემბერს საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურმა გიმნაზიამ შთამბეჭდავი ღონისძიება გამართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი წარმოდგენით წარდგნენ და მხურვალე აპლოდისმენტებით დაიმსახურეს. 

ქართული კულტურისა და სულიერების ზეიმს სასკოლო საზოგადოებასთან ერთად მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებას ორგანიზება შორენა ჩინჩალაძემ, ეკატერინე გიორგაძემ და ნინო დარბაიძემ გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203